logo
ENG



კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა

10 მარ 202612:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/10/t9qg2ymhgsu0pok.png

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც 9 მარტით თარიღდება

"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 21 პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი", - წერია ბრძანებაში.


close დახურვა